სასტიპენდიო პროგრამა
ევროპის სტუდენტური ასოციაცია აცხადებს კონკურსს 2010–2011 წლისთვის გერმანიის ფასაუს უნივერსიტეტში სასწავლო ადგილის მოსაპოვებლად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები, სეპარატიზმი) დაინტერესებულ სტუდენტებს.
სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 640 ევროს.
კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• ჰქონდეს ფასაუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
• თავისუფლად ფლობდეს გერმანულ ენას,
• წარმოადგენდეს პირს, რომელიც უმთავრესად ოჯახური ხაზით (წინაპრები, საცხოვრებელი ადგილი) დაკავშირებულია აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთთან, ან დაინტერესებულია მოცემულ საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტების დარეგულირებით.
ყველა საჭირო დოკუმენტაცია და განაცხადის ფორმა უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული პოსტით 2010 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.