სასერთიფიკატო კურსი "ოფისის მენეჯმენტი და ადმინისტრირება"
ადამიანური კაპიტალის ცენტრი HCC აცხადებს მიღებას ინტენსიურ სასერთიფიკატო კურსზე ,,ოფისის მენეჯმენტი და ადმინისტრირება”. კურსი გათვლილია პირთათვის, რომელთაც სურთ ოფისის მენეჯერად, ოფისის ადმინისტრატორად, ასისტენტად მუშაობა ან უკვე დასაქმებულნი არიან მსგავს პოზიციაზე და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
კურსის უპირატესობები
• პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა; (შედგენილია ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, study and go to job პრინციპი);
• მაღალი კვალიფიკაციის ტრენერები, 3 თანა-ტრენერი; (ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ტრენინგების 15 წლიანი გამოცდილება);
• აუცილებელი უნარების ინტენსიური წვრთნა; (ინტერაქტიული მეთოდიკა, საქმიანი თამაშები, ვიდეომასალები);
• ჯანსაღი და გამართული სასწავლო გარემო.
პროგრამის შინაარსი
ოფისის მენეჯმენტის საოპერაციო ნაწილი, ორგანიზება, ადმინისტრირება;
საორგანიზაციო სახელმძღვანელო, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება;
ლოგისტიკური დავალებების ორგანიზება;
ოფიციალური, პირველადი დოკუმენტაცია და სამართლებრივი საკითხები;
მენეჯმენტის საფუძვლები;
ინფორმაციის მოძიება; კვლევები; კორესპონდენცია;
შიდა და გარე კომუნიკაცია; ტექნიკასა და უნარებზე მუშაობა; გუნდური მუშაობა;
საზოგადოებასთან ურთიერთობა; მივლინებებისა და უცხოელთა ვიზიტების ორგანიზება;
საოფისე პროგრამების შესწავლა;
ხანგრძლივობა და ღირებულება:
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 80 საათს - 14 კვირის განმავლობაში და მისი ღირებულებაა 650 ლარი. მაგრამ HCC ზაფხული სეზონთან დაკავშირებით გთავაზობთ პროგრამის ინტენსიურ კურსს ფასდაკლებით, რომლის ფარგლებშიც პროგრამით გათვალისწინებული 80 საათი განაწილდება 8 კალენდარულ კვირაზე, ხოლო კურსის ღირებულება იქნება 590 ლარი. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს სტუდენტებისა და დასაქმებულებისათვის.
პროგრამის დასაწყისია - 23 მაისი
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში HCC გასცემს ოფისის მენეჯერისა და ადმინისტრატორის სერტიფიკატს.
საუკეთესო კურსდამტავრებულებს HCC დაეხმარება დასაქმებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@hcc.ge Tel. 890 901090.