საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 2010
გრძელდება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსი, მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად.
სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.
საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი:
• 2010 წლის ივლისი – აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 ივნისი;
• 2010 წლის სექტემბერი – ოქტომბრისათვის დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 აგვისტო;
• 2010 წლის ნოემბერი – დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.