ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებზე.

სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2009 წლის 9 ნოემბრიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

იხილეთ საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადები:
ა) 2010 წლის იანვარი - თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2009 წლის 15 დეკემბერი;
ბ) 2010 წლის მარტი - აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 თებერვალი;
გ) 2010 წლის მაისი - ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 აპრილი;
დ) 2010 წლის ივლისი - აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 ივნისი;
ე) 2010 წლის სექტემბერი - ოქტომბრისათვის დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 აგვისტო;
ვ) 2010 წლის ნოემბერი - დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.gnsf.ge

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

 

ბანერები