ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საპრიზო კონკურსი ადამიანის უფლებების საკითხებზე

საპრიზო კონკურსი ადამიანის უფლებების საკითხებზე შექმნილი საუკეთესო 1-3 წუთიანი ფილმების გამოსავლენად.

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში   აცხადებს  საპრიზო კონკურსს  ადამიანის უფლებების საკითხებზე შექმნილი საუკეთესო 1-3 წუთიანი  ფილმების გამოსავლენად. 

კონკურსს ატარებს გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით.

1. კონკურსის თემა და მიზნები
1.1. თემა

კონკურსი საშუალებას აძლევს  ახალგაზრდებს, შექმნან ფილმები ადამიანის უფლებების საკითხებზე, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლის ირგვლივ.

1.2. კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს.

1.3. კონკურსის მიზნები
ადამიანის უფლებები წარმოადგენს გაეროს ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს.  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ, რომელიც 1948 წელს იქნა მიღებული, სათავე დაუდო 80 კონვენციასა და დეკლარაციას ადამიანის უფლებების შესახებ.

კონკურსის მიზანია, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლის შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება და მათთვის ამ საკითხების კინემატოგრაფიულად ასახვის შესაძლებლობის მიცემა.

გამარჯვებულები გამოვლინდება 2011 წლის ნოემბერში. ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისში 2011 წლის დეკემბერს - ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. საუკეთესო ფილმები ნაჩვენები იქნება სტუდენტური ფილმების  კონკურსზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება  საერთაშორისო კინოფესტივალის "this human world" ფარგლებში ქ. ვენაში (2011 წ. 9 დეკემბერი).

ნამუშევრების ჩატვირთვის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 ნოემბრამდე.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 2 29 47 11.

ბანერები