სამი ზღვის აუზის ქვეყნების სიმპოზიუმი კულტურული ცვლილებებისა და ადმინისტრაციული ტრანსფორმაციების შესახებ
თურქეთის სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი 2011 წლის 13 - 16 ოქტომბერს სტამბოლის მუნიციპალიტეტთან ერთად მასპინძლობს სიმპოზიუმს „სამი ზღვის აუზის ქვეყნების კულტურული ცვლილებებისა და ადმინისტრაციული ტრანსფორმაციების შესახებ“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სხვა მონაწილეებთან ერთად დაიშვებიან ე.წ. „სამი ზღვის აუზში“ შემავალი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პროგრამის ძირითადი სამუშაო ენებია ინგლისური, რუსული და თურქული.
სიმპოზიუმის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს „სამი ზღვის აუზში“ შემავალ სახელმწიფოთა კულტურულ ცვლილებებზე მსჯელობა, აღნიშნულ სახელმწიფოთა ადმინისტრაციულ სისტემებში არსებულ პრობლემათა განხილვა და მათი რესტრუქტურიზაციის გზების მოძიება, აგრეთვე სამომავლო პოლიტიკურ - ისტორიული პერსპექტივების დასახვა. სიმპოზიუმის იმ მონაწილეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ თურქეთის მოქალაქეებს, სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები. მონაწილეებს, რომლებიც წარმოადგენენ სტატიებსა და კვლევით ნაშრომებს მოხსენებისათვის, მოუწევთ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განკუთვნილი სიმბოლური ფასის – 40 ევროს გადახდა.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.