ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სტიპენდიების პროგრამა იუნესკო / კეიზო ობუში

იაპონიის პრემიერ-მინისტრის კეიზო ობუშის გარდაცვლებიდან მეათე წლისთავის ხსოვნის პატივსაცემად იაპონია გთავაზობთ 20 კვლევით სტიპენდიას იაპონიის სადეპოზიტო ფონდების ფარგლებში.

ბატონი ობუში საერთაშორისო არენაზე ცნობილია განვითარების საქმისადმი მნიშვნელოვანი პირადი დამოკიდებულებით. ასევე ცნობილია, რომ მას სურდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ კაცობრიობის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მიმართული ძალისხმევის გაძლიერება. როგორც მოგეხსენებათ, სტიპენდიები მნიშვნელოვანი საშუალებაა წევრ სახელმწიფოებში და შესაბამის ასოცირებულ წევრებში უზრუნველყოს ადამიანური რესურსების განვითარება.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სტიპენდიების პროგრამა იუნესკო/კეიზო ობუში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის შემდეგომი კვლევითი სამუშაოების წარმოებას შემდეგ ოთხ სფეროში, რომლებიც პრემიერ მინისტრ ობუშის მიერ არის იდენტიფიცირებული:

• გარემო (განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს წყალთან დაკავშირებულ მეცნიერებებზე);

• კულტურებს შორის დიალოგი;

• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

• კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.mes.gov.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=3&id=1805

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები