სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში
2011 წლის 30 – 31 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მართავს სტუდენტთა უნივერსიტეტშორისო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
I სექცია – მედიცინა
II სექცია – იურიდიული
III სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი
IV სექცია – სოციალური მეცნიერებები
V სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია)
საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია.
თეზისები დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
კონფერენცია ჩატარდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
მისამართი: ჯანო ბაგრატიონის ქ. 6. თბილისი
გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები
• მოთხოვნები
• სააპლიკაციო ფორმა
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.