ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამა სოციალური მუშაკებისათვის

სოციალური სამუშაოს სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამა იწვევს სტუდენტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან. პროგრამის მიზანია, განახორციელოს რეფორმა, შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა და თვალყური ადევნოს მონაწილე ქვეყნებში სოციალური მუშაობის განვითარებას. პროგრამის დასრულებისას, სტიპენდიანტები დაბრუნდებიან სამშობლოში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განსახორციელებლად.

სტიპენდიანტები გაემგზავრებიან აშშ-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის გასავლელად 2010 წლის ივლისიდან და 2012 წლის მაისის ჩათვლით. მასპინძელ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ კოლუმბიისა და ვაშინგტონის სენტ ლუისის უნივერსიტეტები.

პროგრამა კანდიდატებს იწვევს განურჩევლად ასაკისა, რასისა, კანის ფერისა, სქესისა, რელიგიური შეხედულებისა ან სექსუალური ორიენტაციისა.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• იყოს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის ან ტაჯიკეთის მოქალაქე;

• განაცხადის შეტანის დროს ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს (4 ან 5 წლიანს) საუკეთესო აკადემიური მოსწრებით;

• სრულფასოვნად ფლობდეს ინგლისურ ენას (წერა და ზეპირი);

• შეეძლოს წარმოაჩინოს პროფესიონალიზმი და ლიდერობის პოტენციალი სოციალური სამუშაოს დროს;

• პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 16 ნოემბერი.

განაცხადის ფორმისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas/social_fellowship/guidelines

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.

ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.

(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები