ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა სახელმწიფო მართვის მიმართულებით

ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას მთავრობის ბლავატნიკის სკოლაში, კერძოდ, მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სტიპენდია მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა. სახელმწიფო მართვის განხრით სამაგისტრო პროგრამის მსურველთათვის ცხადდება 10 სტიპენდია, რომელიც სრულად ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. 5 სტიპენდია ფინანსდება ვეიდენფილდის სტიპენდიების და ლიდერობის პროგრამისა და შევენინგის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. შევენინგ-ვეიდენფილდის სტიპენდიების მიღება შეუძლიათ კანდიდატებს აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, შუა აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ინდონეზიიდან.

ბლავატნიკის სკოლის სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 50 სასწავლო კვირას სექტემბრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები