ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიები ტურიზმის მიმართულებით

ტურიზმის სრულყოფის და სასტუმროების მართვის საერთაშორისო ცენტრი (THE-ICE) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიებისთვის.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წარმატებულ სტუდენტებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. გამარჯვებულ კანდიდატებს ტურიზმის სრულყოფისა და სასტურმროების მართვის საერთაშორისო ცენტრი დაუფინანსებს მაგისტრატურის კურსს ორგანიზაციის წევრ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში.

2011 წლის ზაფხულის სემესტრისთვის განაცხადის შეტანა შესაძლებელია შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

Master of Management in Hospitality - Cornell-Nanyang Institute of Hospitality Management, Singapore
International Hotel Management or International Event Management - The Australian International Hotel School Canberra, Australia

International Hotel & Resort Management - Blue Mountains International Hotel Management School, Sydney, Australia

სტიპენდია ძალაში შევა 2011 წლის მაისში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.the-ice.org ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

 

ბანერები