ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიები გერმანიაში მედია სწავლებების მიმართულებით

გერმანიის ბონის უნივერსიტეტი ბონის რეინ სიეგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან და აკადემია „Deutsche Welle”-სთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს მედიასთან დაკავშირებულ მიმართულებებში მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი და აღნიშნულ სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო სტუდენტებისთვის გერმანიაში მედია სწავლებების კუთხით გათვალისწინებული სამაგისტრო პროგრამის გასავლელად. პროგრამა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: მედია და განვითარება, ჟურნალისტიკა, საკომუნიკაციო მეცნიერებები და მედია ეკონომიკა. წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სრული ან ნაწილობრივი  სტიპენდიების გამოყოფა. სავალდებულოა როგორც ინგლისური, ასევე გერმანული ენების ფლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი მშობლიურ ენაზე ინგლისურ ან გერმანულ ენებზე თარგმანთან ერთად;
•    დამსაქმებლის ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ კანდიდატს ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ ნამდვილად გააჩნია მედია მიმართულებების კუთხით მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება. სრული სტიპენდიების მიღების მსურველ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტაცია: TOEFL-ში მინიმუმ 83 ქულა (ინტერნეტ - ტესტი); მინიმუმ 6.0 ქულა იელტური შეფასებით; მინიმუმ 70 ქულა ე.წ. BULATS ტესტში ან მინიმუმ მესამე დონე LCCI ტესტში; სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს განაცხადის გაგზავნის მომენტამდე მინიმუმ ორი წლით ადრე;
•    გერმანული ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტაცია: TestDaF - მინიმუმ TDN-ის მესამე დონე; გოეთეს სერთიფიკატი – მინიმუმ B2 დონე ან DSH ტესტი მინიმუმ პირველი დონე; სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს განაცხადის გაგზავნის მომენტამდე მინიმუმ ორი წლისთ ადრე;
•    რეზიუმე (CV) ცხრილის ფორმატში;
•    საზღვარგარეთის პასპორტის პირველი ორი გვერდის ასლი;

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები