ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიები ევროპათმცოდნეობაში

განცხადებები

ევრო კომისია აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიებზე განაცხადების მიღებას. სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 24.000 ევროს თითოეული აკადემიური წლის განმავლობაში.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV),
  • სამოტივაციო წერილი.

მოცემული სტიპენდიით ანაზღაურდება პირველადი რეგისტრაცია და სწავლისათვის აუცილებელი გადასახადები, აგრეთვე ცხოვრებისა და მგზავრობა/გადაადგილების ხარჯები.

 აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 4 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები