ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიები ეკონომისტებისთვის (ERP)

სტიპენდიის მიღების შემთხვევაში ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სამაგისტრო კურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღონ მაგისტრის ხარისხი.

სტიპენდიის ხანგრძლივობა არჩეული სამაგისტრო კურსის მიხედვით შეიძლება განისაზღვრებოდეს 10 - 24 თვემდე. სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა ერთ აკადემიურ წელზე და მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში გრძელდება.

სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკური ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებსაც სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტისათვის (2010 წლის სექტემბერი) უკვე ექნებათ ბაკალავრის დიპლომი.

ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. თარგმანები შეიძლება შესრულებულ იქნას როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე. ორივე შემთხვევაში არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელ ენაზეცაა დაგეგმილი კვლევა.

საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.

• Online-ფორმულარი:ინგლისური /გერმანული (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა, იხილეთ ფორმულარის შევსების წესები: ინგლისური/გერმანული );

• 3 ფოტოსურათი (სამივე ფოტო ორიგინალი);

• ავტობიოგრაფია (CV);

• სამოტივაციო წერილი.

• მოწვევა უნივერსიტეტიდან (როგორც წესი უნივერსიტეტის მოწვევას კონკურსანტი ურთავს სხვა დანარჩენ საბუთებს, მაგრამ მისი წარდგენა შესაძლებელია მოგვიანებითაც, თუმცა აუცილებლად სტიპენდიის ძალაში შესვლამდე). მანამდე კონკურსანტი ვალდებულია, საკონკურსო საბუთებს დაურთოს უნივერსიტეტთან კონტაქტის დამადასტურებელი კორესპონდენცია, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ უნივერსიტეტი დადებითად განიხილავს კონკურსანტის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს).

• ინტერნეტიდან ამობეჭდილი ინფორმაცია არჩეული სამაგისტრო კურსის შესახებ: პროგრამის დასახელება, პროგრამის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით, პროგრამის მიზანი და შინაარსი (საგნები), ჩარიცხვის ენობრივი, პროფესიული და ფორმალური წინაპირობები, სწავლის გადასახადი (გთხოვთ, იხელმღვანელოთ მითითებული ფორმულარით )

• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი)

• ბაკალავრის დიპლომი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება). ბაკალავრის დიპლომის არ არსებობის შემთხვევაში კონკურსანტი წარადგენს ამონაწერს სტუდენტის ბარათიდან განვლილი სემესტრული ნიშნებით.

• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა. გერმანული ენის სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი წერს DAAD-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ენის ტესტ ს - onDaF- ს .

• პრაქტიკის, საზღვარგარეთ სწავლების ან სხვა სახის სერტიფიკატები (თუკი არსებობს). არასრული საბუთები არ განიხილება !

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.

ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.

(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები