ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდიები

ტურიზმისა და მასპინძლობის საერთაშორისო ცენტრი (THE-ICE) სთავაზობს სტუდენტებს სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:
•    სინგაპურის კორნელ–ნანიანგის მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტი,
•    ავსტრალიის ქ. კანბერას მასპინძლობის საერთაშორისო სკოლა,
•    ავსტრალიის ქ. სიდნეის ცისფერი მთების საერთაშორისო მასპინძლობის მენეჯმენტის სკოლა.
სტიპენდიები დაინიშნება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 24 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები