ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის

წინამდებარე სტიპენდიის ფარგლებში ნებისმიერი სპეციალობის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს, გაიაროს სამაგისტრო კურსი გერმანიის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და მიიღოს მაგისტრის ხარისხი.

საგამისტრო კურსი, კონკურსანტის არჩევანის მიხედვით, შესაძლოა გაგრძელდეს 10-დან 24 თვემდე. სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა ერთ სასწავლო წელზე, კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, იგი გაგრძელდება.სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულებს, რომელთაც უკვე აქვთ ან სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტში (2010) ექნებათ დიპლომი.

საჭირო საბუთები:

საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი (იგულისხმება არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი) და ორი ასლი).

Online-ფორმულარი - ინგლისურად (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა).

• 3 ფოტოსურათი (სამივე ფოტო ორიგინალი)

• ავტობიოგრაფია (CV)

• მოტივაციის წერილი, რომელშიც ზუსტად და თანმიმდევრულად იქნება ჩამოყალიბებული კონკურსანტის პირადი და პროფესიული მიზნები სამაგისტრო კურსთან მიმართებაში.

• მოწვევა უნივერსიტეტიდან (როგორც წესი უნივერსიტეტის მოწვევას კონკურსანტი ურთავს სხვა დანარჩენ საბუთებს, მაგრამ მისი წარდგენა შესაძლებელია მოგვიანებითაც, თუმცა, აუცილებლად სტიპენდიის ძალაში შესვლამდე). მანამდე კონკურსანტი ვალდებულია, საკონკურსო საბუთებს დაურთოს უნივერსიტეტთან კონტაქტის დამადასტურებელი კორესპონდენცია, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ უნივერსიტეტი დადებითად განიხილავს კონკურსანტის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს).

• ინტერნეტიდან ამობეჭდილი ინფორმაცია არჩეული სამაგისტრო კურსის შესახებ: პროგრამის დაწყების დრო, პროგრამის ხანგრძლივობა, სწავლების ენა, სწავლის გადასახადი, მისაღებ კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები, კონკურსის ვადები, საკონტაქტო მისამართი ( ფორმულარი)

• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი)

• ბაკალავრის დიპლომი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).

• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).

• ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა (ენის ცოდნის დონე ამ შემთხვევაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნა აქვს ამ მხრივ გერმანულ უნივერსიტეტს).

• პრაქტიკის დამადასტურებელი სერტიფიკატები (თუკი ასეთი არსებობს) არასრული საბუთები არ განიხილება !

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები