ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის

სტიპენდია საშუალებას აძლევს ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულს, გაიაროს სამაგისტრო კურსი გერმანიის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მიღება შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ კონკურსანტი სამაგისტრო კურსის პირველ ან მეორე წელს გერმანიის უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო სამაგისტრო თემას კი საქართველოში დაიცავს.

საგამისტრო კურსი, კონკურსანტის არჩევანისდა მიხედვით, შესაძლოა გაგრძელდეს 10 - 24 თვემდე. სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა ერთ სასწავლო წელზე, კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან განაცხადის შემოტანამდე არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი.

 კონკურსანტები, რომლებიც განაცხადის შემოტანის პროცესში ერთ წელზე მეტია, გერმანიაში იმყოფებიან, კონკურსში არ დაიშვებიან. 

უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფურცელს (Zulassung) კონკურსანტი ურთავს საბუთებს ან ზრუნავს მასზე სტიპენდიის მიღების შემდეგ. ჩარიცხვის ფურცლის გარეშე სტიპენდია ძალაში არ შედის. ეს უკანასკნელი წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2012 წლის ზაფხულისა.


საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბერი (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები