ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო პროგრამა ევროპათმცოდნეობაში

ღია საზოგადოების ფონდები, მაასტრიხტის (ნიდერლანდები) და აარჰუსის (დანია) უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს სასწავლო გრანტების მოსაპოვებლად ევროპათმცოდნეობის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სამაგისტრო კურსები:
•    მაასტრიხტის უნივერსიტეტი – ევროპათმცოდნეობა, ევროპული საზოგადოებრივი საქმე, ევროპის ანალიზი;
•    აარჰუსის უნივერსიტეტი – ევროპათმცოდნეობა.  

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
•    2011 სასწავლო წლისათვის ითვლებოდნენ ბელორუსიის, საქართველოს, მოლდავეთის ან უკრაინის მოქალაქეებად;
•    სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას (წარმატებით ჰქონდეთ ჩაბარებული TOEFL ან იელტური შეფასების ტესტი);
•    ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს მშობლიური აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    აკმაყოფილებდნენ სასურველი (მაასტრიხტის ან აარჰუსის) უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სააპლიკაციო მოთხოვნებს;
•    განაცხადის წარდგენის მომენტში არ ღებულობდნენ ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი ღია საზოგადოების ფონდებიდან, მაასტრიხტის ან აარჰუსის უნივერსიტეტიდან;
•    სასტიპენდიო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში სასწავლო - სამეცნიერო მოღვაწეობის გასაგრძელებლად;
•    უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც წარსულში არ უსწავლიათ საზღვარგარეთ.

მაასტრიხტის უნივერსიტეტის სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 18 თვე.

სტიპენდია მოიცავს სასწავლო, საცხოვრებელი, საჰაერო მგზავრობის, ვიზისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგომ ექვს თვიან სავალდებულო სტაჟირებას. 

აარჰუსის უნივერსიტეტის სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 24 თვე.

სტიპენდია მოიცავს სასწავლო, საცხოვრებელი, საჰაერო მგზავრობის, ვიზისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგომ ორ-სამ თვიან სტაჟირებას.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები