სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ISET-ის სასწავლო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
2010 წლიდან, სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მომავალი ლიდერის სტიპენდია (Future Leader’s Scholarships), რომელიც სტუდენტს დაუფარავს სწავლის სრულ საფასურს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. ISET-ი მომავალი ლიდერის სტიპენდიას მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს დაუნიშნავს. გარდა ამისა, ყველა წარმატებულ სტუდენტს დაეფარება სწავლის გადასახადის ნაწილი და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს აგრეთვე საშუალება ეძლევათ მიიღონ ISET-ის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი შეღავათიანი სესხები. თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ISET-ი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინებით.
საუკეთესო სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა:
• ისწავლონ ერთი სემესტრი აშშ-ს ან დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში;
• გაიარონ პრაქტიკა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორში და კერძო კომპანიებში;
• მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონცენტრაციებში, როგორიცაა ენერგო, ფინანსური, საერთაშორისო ვაჭრობისა და კვლევითი კონცენტრაციები;
• გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით.
სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 მაისი, დღის 3 საათი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება მაისის დასაწყისში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.