სამაგისტრო გრანტი
ბერნის უნივერსიტეტი გთავაზობთ 6 სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სამაგისტრო პროგრამის გავლა 2010/11 სასწავლო წლის შემოდგომიდან.
სტიპენდია შეადგენს 1600 შვეიცარულ ფრანკს თვეში სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში.
სააპლიკაციო საბუთები შემოწმდება შესარჩევი კომისიის მიერ. შერჩევის კრიტერიუმებია აკადემიური მოსწრება, კანდიდატების პოტენციალი და მოტივაცია.
წინაპირობა:
• 2010 წლის ბოლოსთვის აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს სასურველ მიმართულებაში;
• აღნიშნული ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი უნდა იყოს არა შვეიცარულ უნივერსიტეტიდან;
• დღემდე აპლიკანტის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა იყოს შვეიცარიის გარეთ.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ორ ეგზემპლარად:
• განაცხადის (სააპლიკაციო) ფორმა (იხ. ჩამოტვირთვები);
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი (მიზნების მითითებით);
• სარეკომენდაციო წერილი თქვენი უნივერსიტეტის (სადაც ამჟამად სწავლობთ) პროფესორისგან;
• გერმანული ენის სათანადო ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, თუ იგი მოითხოვება სასწავლო პროგრამისთვის;
• ბაკალავრის დიპლომისა და საბაკალავრო სწავლების პერიოდში მიღებული ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლები ან თქვენი უნივერსიტეტის დასტური იმის თაობაზე, რომ ბაკალავრის ხარისხი მიღებული გექნებათ (იმავე სფეროში, რაშიც სამაგისტრო პროგრამას ირჩევთ) 2010 წლის ივლისის ბოლოსთვის (იმ ნიშნების ჩამონათვალთან ერთად, რომლებიც მიღებული გაქვთ ამ დროისათვის);
• აბიტურიენტთა გამოცდის (ანუ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი საკვალიფიკაციო გამოცდის) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• 2 პასპორტის ფოტოსურათი;
• პასპორტის ასლი.
აპლიკაცია შედგენილი უნდა იქნას შესაბამისი სამაგისტრო კურსის ენაზე.
არასრული საბუთები არ განიხილება !2009 წლის 17 დეკემბრის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება !
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:http://www.int.unibe.ch/content/incoming/master_grant/index_eng.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).