ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო გრანტები ერასმუს მუნდუსი

ერასმუს მუნდუსის გარე – თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/ აცხადებს კონკურსს სამაგისტრო მობილობის გრანტების მოსაპოვებლად საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისა და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 20 თვე
მობილობის დასაწყისი 25/09/2011

პროგრამა მოიცავს შემდეგ გრანტებს:
•    1 სტიპენდია დიდი ბრიტანეთის სვანსეას უნივერსიტეტში.

  •     შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
  •     ბიზნესის ადმინისტრირება MBA;
  •     განათლების მენეჯმენტი MBA;
  •     მეწარმეობა MBA;
  •     საინფორმაციო სისტემები MBA;
  •     საერთაშორისო ბიზნესი MBA;
  •     საერთაშორისო ტურიზმი MBA;
  •     საჯარო მომსახურება MBA;
  •     მაგისტრის დიპლომი ბიზნესში;
  •     მაგისტრის სერთიფიკატი ბიზნესში;
  •    გარემოს მენეჯმენტი და დაცვა.

•    1 სტიპენდია რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია). 

  •  შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
  •   კომპიუტერული მოდელირება;
  •   ხელოვნური ინტელექტი და სარობოტო ტექნოლოგიები;
  •   მოწინავე ეკონომიკური მეცნიერებები: ეკონომიკური ანალიზის კურიკულუმი;
  •   მოწინავე ეკონომიკური მეცნიერებები: ევროპული სწავლებების კურიკულუმი;
  •   პოლიტიკური ეკონომია: ეკონომიკური პოლიტიკა და ინსტიტუტები.


საჭირო საბუთები:

•    ერასმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
•    ბაკალავრის დიპლომი და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
•    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებისთვის) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
•    ინგლისური ან/და იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
•    სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
•    პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.

აპლიკანტმა აპლიკაციის პაკეტი უნდა გააგზავნოს პირდაპირ მიმღებ უნივერსიტეტში. შევსებული აპლიკაციის ფორმა ელ – ფოსტით უნდა გაეგზავნოს პროექტის კოორდინატორს ქალბატონ მარია პანიდუს.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები