ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები ადამიანური კაპიტალის ცენტრში

”ადამიანური კაპიტალის ცენტრი” – HCC აცხადებს სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსს.
კურსი გათვალისწინებულია იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს შეზღუდული დრო და სურს მოკლე ხანში გაეცნოს ზოგადი უნარების ტესტს და მისი ეფექტიანად შევსება-ამოხსნის ტექნიკას.

კურსი შედგება ოთხი ნაწილისაგან:

•    წაკითხული ტექსტის გააზრება;
•    ანალიტიკური წერა;
•    ლოგიკური მსჯელობა;
•    რაოდენობრივი მსჯელობა.
კურსი მიზნად ისახავს მსმენელს განუვითარდეს:
•    ვერბალური მასალის აღქმისა და გააზრების უნარი, რაც გამოვლინდება მოცემულ თემაზე საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბებასა და არგუმენტირებულ ბჭობაში და შეთავაზებული ტექსტის სტრუქტურასა თუ შინაარსის გარკვევაში.
•    მოცემული მსჯელობის ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარი, რაც ნიშნავს, მსმენელს შეეძლოს განსაზღვროს შეთავაზებული არგუმენტების აუცილებლობა და საკმარისობა მოცემული დასკვნის გასაკეთებლად.
•    მოცემული პირობების, დებულებათა გარკვეული ერთობლიობის სტრუქტურის გააზრებისა და მათგან დასკვნების გამოტანის ცოდნა; სხვადასხვა ტიპის ლოგიკური თავსატეხის ამოხსნის კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;
•    ელემენტარული მათემატიკური ინფორმაციის დამუშავების უნარი, რაც გამოიხატება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად მიწოდებული ინფორმაციის დამუშავებაში, ანალიზსა და გამოყენებაში.

კურსი ითვალისწინებს 12 საათიან პროგრამას (თითოეული მეცადინეობა 3 საათი, სულ 4 მეცადინეობა) მეცადინეობის პროცესში საჭირო სასწავლო მასალა მსმენელს მიეწოდება “HCC”-ის მიერ.
პირველი კურსი დაიწყება 23 მაისს და განახლდება ყოველ მომდევნო ორშაბათს.

კურსის ღირებულებაა 130 ლარი.

დაგვიკავშირდით: 890 901090

ელ-ფოსტა: info@hcc.ge

ბანერები