სამაგისტრო ცენტრის ”Emaro”- ს სტიპენდიები სტუდენტებისათვის (Erasmus Mundus)
მოწინავე ევროპული სარობოტო ტექნოლოგიების სამაგისტრო ცენტრი (EMARO) აცხადებს სტიპენდიებს სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომელთაც სურთ, განახორციელონ პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობანი და სასტიპენდიო ანაზღაურებით იმუშაონ EMARO-ს კონსორციუმის წევრ ნებისმიერ დაწესებულებაში.
პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთიდან სამ თვემდე.
საგრანტო ანაზღაურების ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 4800 ევროს.
სტიპენდიები მიეკუთვნებათ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ საუკეთესო კანდიდატებს.
2010-2011 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 15 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:
http://emaro.irccyn.ec-nantes.fr/grants_non_eu_stud2010.php
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)