ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საინფორმაციო შეხვედრა - სწავლა გერმანიაში

24 მაისი 15:30 – 17:30 სთ.

24 მაისს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება საინფორმაციო სახის შეხვედრა – სწავლა გერმანიაში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადამიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საელჩოს სავიზო განყოფილების წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას,  ვინც დაინტერესებულია გერმანიაში სწავლით და საჭიროებს ინფორმაციასა და კონსულტაციას ენის კურსების, გერმანული ენის სერტიფიკატის, სტიპენდიის და დაფინანსების შესაძლებლობების, ასევე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

ხანმოკლე მოხსენებების შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დასვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო თემების გარშემო.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია !

ბანერები