ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საგანმანათლებლო პროექტი ’’Gdańsk Station’’

მოძრაობა ,,სოლიდარნოსწ’’-ის დაბადებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია საგანმანათლებლო პროექტი ’’Gdańsk Station’’, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს თანამედროვე პოლონური და ევროპული ისტორიის კურსებს. პროექტის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდა სტუდენტებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რათა გაიღრმავონ ცოდნა ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი იდეები და შეხედულებები. პროექტი ნაწილობრივ ფინანსდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს და მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს, ხოლო 2010 წლის 29 სექტემბრისათვის ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ეკონომიკის, ეკოლოგიისა და თაობათა საკითხების განსახილველად დაგეგმილ ახალგაზრდულ ფორუმს. ღონისძიების მსვლელობისას შეხვდებიან ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს ბატონ ლეხ ვალესას.

საცხოვრებელი ადგილისა და საკვების ხარჯები ანაზღაურდება პროექტის ორგანიზატორების მიერ.

კანდიდატების ასაკი: 20-30 წელი.

სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები