საფრანგეთის ”Sciences Po” ცენტრის სტიპენდიები ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის
ცენტრი ”Sciences Po” აცხადებს მისი დამაარსებლის ემილ ბოთმის სახელობის სტიპენდიას წარმატებული სტუდენტებისათვის სახელმწიფოებიდან, რომლებიც ჯერჯერობით არ წარმოადგენენ ევროკავშირის წევრებს. სტიპენდია მიეცემათ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ”საიენს პო”-ს მიერ დადგენილ ძირითად კრიტერიუმებსა და ინდივიდუალური კურსისათვის სავალდებული მოთხოვნებს.
მოთხოვნები:
1. სტიპენდიების მისაღებად განიხილება იმ არაევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტების კანდიდატურები, რომლებიც გადიან სასწავლო კურსს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
2. სტიპენდია გადაეცემათ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომელთა სასწავლო პროფილი შეესაბამება მათ მიერ სტიპენდიის მისაღებად არჩეულ კურსს. განაცხადების განხილვისას მხედველობაში მიღებული იქნება აგრეთვე სტუდენტთა ფინანსური მდგომარეობა.
2010-2011 სასწავლო წლისათვის განაცხადების მიღების საბოლოო ვადა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის არის 2010 წლის 4 მაისი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 2010 წლის 15 მარტი. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები აღარ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
admissions.sciences-po.fr/en/financial-support-emileboutmy
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)