საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები
მათ, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება საფრანგეთში 2011-2012 სასწავლო წლისათვის და დაინტერესებულია მიიღოს მე-2 ან მე-3 ციკლზე სასწავლო სტიპენდია (პროფესიული მასტერის და კვლევითი მასტერის), აქვს უნივერსიტეტის დიპლომი ან არის ბოლო კურსზე და ჯერ არ შესრულებია 30 წელი, ფლობს ფრანგულ ენას, სურს სწავლის გაგრძელება საფრანგეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მე-2 ან მე-3 ციკლზე სამართლის, ფრანგული ენისა და ლიტერატურის, პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერების, არქეოლოგიის, მეღვინეობის და ინფორმატიკის დარგში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული სტიპენდის პროგრამაში.
საჭირო საბუთები :
• სამოტივაციო წერილი;
• რეზიუმე ერთი ფოტოსურათით და კანდიდატის დეტალური კოორდინატებით;
• საფრანგეთში სასურველი სასწავლო პროგრამის აღწერა;
• უახლესი ნიშნების ფურცელი.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 21 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.