საფრანგეთის ლიონის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები
ლიონის უნივერსიტეტი აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისათვის 2011–2012 სასწავლო წლისათვის. პროგრამა მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ლიონის უნივერსიტეტში გაიარონ მაგისტრატურის როგორც ორივე კურსი, ასევე სწავლა დაიწყონ პირდაპირ მეორე კურსიდან. პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სახელოვნებო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, აგრეთვე ცალკე სფერო სახელწოდებით „მეცნიერებები“.
განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 26 წელს. მათ, ვისაც სურთ ჩააბარონ ლიონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე, დაგროვილი უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 180 კრედიტი, ხოლო პირდაპირ მეორე კურსზე ჩაბარების მსურველებს მინიმუმ 240 კრედიტი.
თითოეული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება 12 თვით. სახელოვნებო, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგზე მოხვედრის მსურველი კანდიდატები სრულფასოვნად უნდა ფლობდნენ ფრანგულ ენას, ხოლო „მეცნიერებების“ დარგზე მოხვედრის მსურველები ფრანგულ ან/და ინგლისურ ენებს.
პროგრამის მონაწილეთათვის გათვალიწინებულია სტიპენდიების გამოყოფა, რომლებიც გარდა სასწავლო და ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურებისა მოიცავს დამატებით ანაზღაურებას თვეში 1000 ევროს ოდენობით 12 თვის განმავლობაში. პროგრამით გათვალისწინებული 2 დარგიდან თითოელისთვის გათვალისწინებული იქნება 10–10 სტიპენდია.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.