საფრანგეთის ემილ ბოთმის სახელობის სტიპენდიები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საფრანგეთის საგანმანათლებლო ცენტრი ”საიენსის პო” აცხადებს მისი დამაარსებლის ემილ ბოთმის სახელობის სტიპენდიების პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისათვის არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. სტიპენდია მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ”საიენსის პო”-ს მიერ დადგენილ ძირითად კრიტერიუმებს და ინდივიდუალური კურსისათვის სავალდებულო მოთხოვნებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სტიპენდიების მისაღებად განიხილება იმ სტუდენტების კანდიდატურები, რომლებიც გადიან სასწავლო კურსს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
• სტიპენდია გადაეცემათ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომელთა სასწავლო პროფილი შესაბამისობაში იქნება მათ მიერ სტიპენდიის მისაღებად არჩეულ კურსთან. განაცხადების განხილვისას მხედველობაში მიღებულ იქნება აგრეთვე სტუდენტთა ფინანსური მდგომარეობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე (СV);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მინიმუმ უკანასკნელი 2 სასწავლო წლის განმავლობაში);
• ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 მაისი, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კი 2011 წლის 21 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.