საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ნორვეგიაში, ქალაქ ტრონჰეიმში
ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ISFIT) წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს სტუდენტურ ფესტივალს.
ღონისძიების ჩატარდების თარიღი: 2011 წლის 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით.
ღონისძიების უმთავრეს თემას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობა. ISFIT ფესტივალი აგრეთვე მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: პოლიტიკა, თეატრმცოდნეობა, განათლებასთან დაკავშირებული მრავალპროფილიანი მეცნიერებანი, წყლის მეცნიერებები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ლიტერატურა, კლიმატი და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, კვება, სქესობრივი ურთიერთობანი, ხელოვნება, მომავლის ლიდერთა აღზრდა, გენეტიკა, ქალები და ბავშვები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, განვითარება და შიდსის პრობლემა და სხვა.
ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართება რამდენიმე პლენარული სესია და კულტურულ ღონისძიებები (კონცერტი, სახელოვნებო გამოფენები და სხვადასხვა თეატრალურ – სანახაობრივი ღონისძიებები).
პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ფესტივალის შესარჩევი კომისიის საბჭოს ელექტრონულად უნდა გაუგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმები, რომელთა მოძიება შესაძლებელია ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. განაცხადის გამომგზავნი თითოეული კანდიდატის ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და სააპლიკაციო ფორმის გაგზავნის მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს უმაღლესი სასწავლებლის მოქმედ სტუდენტს.
შერჩეულ კანდიდატებს სრულად აუნაზღაურდებათ კვებისა და დაბინავების ხარჯები. სემინარების მსვლელობისას გათვალისწინებულია აგრეთვე მონაწილეების უფასო ლანჩითა და სადილით უზრუნველყოფა.
ფესტივალის ძირითად სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური. სავალდებულოა კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად გააგზავნოს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.