ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა

აისეკის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა არის ყველაზე ინტენსიური სასწავლო გამოცდილება, რომელსაც სტუდენტებს სტაჟირების სახით სთავაზობს და 107 ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან აისეკის გლობალურ ქსელში.
 
ყოველ წელს 10,000-ზე მეტ ახალგაზრდას საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ან განვითარების სფეროებში მუშაობის შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

•    პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
•    პროგრამის განხორციელების ვადები: სექტემბერი 2011  - თებერვალი 2012
•    პროექტის ფარგლები: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა.

იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა, აისეკის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია, შეავსეთ გულდასმით და გაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე mc@aiesec.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი.

იხილეთ დანართი

ბანერები