ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით აგვისტოში კიდევ ერთი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდება. სკოლას ეყოლება 80 მონაწილე (სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები). მათთვის ლექციებს წაიკითხავს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული 4 პროფესორი. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა სკოლის დასრულების დროს უნდა წარმოადგინონ პროექტი. პროექტის შექმნაში მათ რჩევებს მისცემენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით. 

სამუშაო ენა: ინგლისური / ხანგრძლივობა: 10 დღე.   

აპლიკაციის გადმოგზავნის ბოლო ვადა:  25 ივლისი (უპირატესობა მიენიჭება ადრე გადმოგზავნილ აპლიკაციებს).   

ადგილმდებარეობა: ბაზალეთი, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრი.

ბანერები