ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გერმანიაში - ''რელიგიის როლი პოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობისა და მათი მოგვარების პროცესში”

გერმანიის იხშტეტ - ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტი აცხადებს საბუთების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.

საზაფხულო სკოლა თემაზე: „რელიგიის როლი პოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობისა და მოგვარების პროცესში“ გაიმართება 2011 წლის 27 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით პროგრამის „კონფლიქტის პრევენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და მოლდავეთში“ ფარგლებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი სპეციალობის სტუდენტებს:
•    პოლიტიკური მეცნიერებები;
•    საერთაშორისო ურთიერთობები;
•    სოციოლოგია;
•    რელიგიათმცოდნეობა;
•    ჟურნალისტიკა.

მონაწილეობის მიღების აუცილებელი წინაპირობაა გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მგზავრობის, ცხოვრებისა და ღამის თევის ხარჯებს აანაზღაურებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 1 გვერდი);
•    CV;
•    ნიშნების ფურცელი.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 აპრილი.   

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები