საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
საზაფხულო სკოლა რეგიონალიზმი და უსაფრთხოება საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, სოციოლოგიისა და მსგავსი პროფილის სტუდენტებს სთავაზობს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კონფლიქტის თავიდან აცილების გზების შემსწავლელ პროგრამას.
კურსის ენა: ინგლისური
კრედიტები: 4 კრედიტი
პროგრამა ფარავს საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯებს.
საჭირო დოკუმენტები:
• CV (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრება ( ქულების ამსახველი დოკუმენტი);
• ესსე:სამხრეთ კავკასიაში/ცენტრალურ აზიაში რეგიონული თანამშრომლობის ადვილად დამყარებისათვის საჭირო ფაქტორები (500-700 სიტყვა);
• სამოტივაციო წერილი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11