საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი „თავისუფლების გაკვეთილები“ საქართველოში, კურორტ ბაკურიანში
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „თავისუფლების გაკვეთილები“ გაიმართება კურორტ ბაკურიანის სასტუმრო „თბილისში“ 2010 წლის 6 –12 აგვისტოს.
პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კლასიკური ლიბერალური ფილოსოფიისა და ისტორიის ეკონომიკური ანალიზი, საბაზრო ეკონომიკისა და დამხმარე ეკონომიკის პრინციპები. სწავლების მიზანია ახალგაზრდა თაობაში თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
მოცემულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ახალგაზრდა მოქალაქეები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან. მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 დოლარს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2010 წლის 30 ივლისის 18.00 საათამდე ელექტრონულად უნდა გაგზავნონ რეზიუმე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.