საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნოს გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. სტიპენდიატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამრავ ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში.
2011 წლის 10 ივნისს გერმანიის საელჩო გამართავს საინფორმაციო შეხვედრას „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ შესახებ. დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის მიზნებისა და 2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ.
2012 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის საელჩოში განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2011.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.