ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო სამეცნიერო -საგანმანათლებლო კონკურსი

"ჰაიდელბერგცემენტი" აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსს "Quarry Life Award" - "ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე", რომელიც ერთდროულად 17 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდის სახით.

კონკურსი 2 ეტაპისგან შედგება:

I ეტაპი - იდეის წარმოდგენა: კონკურსში მონაწილეობის მსურველები სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდებიან და შეავსებენ განაცხადის ფორმას. საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში 3 კარიერი განიხილება: კავთისხევის კირქვის კარიერი (შიდა ქართლი), გარდაბნის თიხის კარიერი (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი (კახეთი).

კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის საპროექტო წინადადების/კონცეფციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 17 თებერვალი.

პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იდეა 2 გვერდს უნდა მოიცავდეს.

2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შემოსული იდეებიდან II ეტაპზე გადასასვლელად 5 საუკეთესოს გამოავლენს.

II ეტაპი - პროექტის წარმოდგენა: 2012 წლის 5 მარტიდან 28 სექტემბრამდე 5 შერჩეული კანდიდატი პროექტის დასაწერად იმუშავებს. პროექტის მოსამზადებლად "ჰაიდელბერგცემენტი" მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს 500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება მაქსიმუმ 10 გვერდს უნდა მოიცავდეს. საბოლოო მოხსენებითი ანგარიში შერჩეულმა კანდიდატებმა 28 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამარჯვებულები, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე გამოვლინდებიან (თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე ბელგიაში განიხილება). ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სამეული 1 500, 3 000 და 5 000 ევროთი დაჯილდოვდება, ხოლო გლობალური მასშტაბით შერჩეული 3 გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა 10 000, 20 000 და 30 000 ევროს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები