საერთაშორისო მკვლევართა მობილობის სასტიპენდიო პროგრამა
ცხადდება საერთაშორისო მკვლევართა მობილობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 33 სტიპენდიას 2011/2012 აკადემიური წლისათვის. პროგრამა გულისხმობს 10 თვიანი უწყვეტი სასწავლო კურსის გავლას ჩამოთვლილ 14 უნივერსიტეტიდან ერთერთში: ბერლინის, ბოლონიის, ბრიუსელის, ბუქარესტის, ბუდაპეშტის, კემბრიჯის, ჰელსინკის, იერუსალიმის, ლიონის, ნანტის, პარიზის, უფსალას, ვენისა და ვასენაარის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• დაინტერესებული მკვლევარები უნდა წარმოადგენდნენ დოქტორანტურის სტუდენტებს ან გააჩნდეთ სრულგანაკვეთიანი კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდგომ;
• პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან მეცნიერ–მკვლევარები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან;
• EURIAS პროგრამის მოცემული სტიპენდიები უმთავრესად გათვალისწინებულია სოციალური და ჰუმანიტარული ფაკულტეტების მეცნიერ–მკვლევართათვის, თუმცა სტიპენდიები შესაძლებელია დაენიშნოთ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა კუთხით დაინტერსებულ კანდიდატებსაც, თუკი მათი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხორციელება არ მოითხოვს ლაბორატორიულ რესურსებს;
მოცემული სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საცხოვრებელ ხარჯებს (26.000 ევრო დამწყები და 38.000 ევრო პროფესიონალი მკვლევარი სტიპენდიანტებისთვის), დაბინავების ან მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კვლევითი საქმიანობის ბიუჯეტისა და სამგზავრო ხარჯების ღირებულებას.
ნებისმიერმა დაინტერესებულმა კანდიდატმა ელექტრონულად უნდა გაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• EURIAS პროგრამის სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• კვლევითი პროექტის დეტალური აღწერა;
• რეზიუმე (CV);
• გამოქვეყნებული ნაშრომების სია;
• კანდიდატებმა, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, უნდა გამოგზავნონ აგრეთვე 2 სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც დეტალურად იცნობენ კანდიდატის აკადემიურ მოღვაწეობას.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინვებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.