ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო კონგრესი: ენერგეტიკა და პოლიტიკა

ცხადდება საერთაშორისო კონგრესი  ენერგეტიკასა და პოლიტიკაზე ანტალიაში 2012 წლის 22-26 აპრილს.

“Epol 2012” წარმოადგენს მკვლევრების გლობალურ ფორუმს, სადაც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, იმსჯელონ მიმდინარე ინოვაციებსა და უახლეს ტექნიკაზე და მოახდინონ ინფორმაციის გაცვლა.

პროგრამა დამატებით ითვალისწინებს ისტორიული ძეგლების დათვალიერებას.

მოკლე მიმოხილვის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები