ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო კონფერენცია „ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობა განათლებაში“


ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „ვირტუალური და  აუგმენტირებული რეალობა განათლებაში (VARE2011)”.

პროგრამა ჩატარდება ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში 2011 წლის 18 მარტს. კონფერენციის სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური.

პროგრამა განკუთვნილია ეკონომიკურ სექტორის წარმომადგენელი საერთაშორისო მეცნიერებისთვის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და სხვა პროფესიონალი მუშაკებისთვის. კონფერენცია უმთავრეს  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მონაწილეებს მოახდინონ სხვადასხვა გამოყენებითი პროექტებისა და ტექნიკური რესურსების დემონსტრირება მოვაჭრეთათვის, ინჟინრებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიონალი ეკონომისტებისა და სხვა აუდიტორიისთვის VR/AR ტექნოლოგიების ათვისების გაადვილების მიზნით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია (სტუდენტებისთვის უფასოა რეგისტრაცია და კონფერენციაში მონაწილეობა, თავისუფლდებიან მხოლოდ უშუალოდ მონაწილეობის საფასურისაგან) და ელექტრონულად წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები შემდეგ თემებზე: ვირტუალური, აუგმენტირებული და შერეული რეალობის გარემოს განვითარება და პრაქტიკული გამოყენება; მგრძნობელობოთი და შემეცნებითი თამაშები; 3D ობიექტების ამოცნობა და კომპიუტერული დამუშავება; ვირტუალური სისტემების მოწყობილობანი და პროგრამული უზრუნველყოფა; კომპიუტერულ გრაფიკასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები; მოწინავე საჩვენებელი და მგრძნობელობოთი  პროექტირების ტექნოლოგიები; მულტი - მომხმარებელი და ვირტუალური რეალობის გავრცელებული სისტემები; ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება; თვალყურის დევნებისა  და აღქმის ტექნოლოგიები; ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული პროგრამების რეალური და იმიტირებული მოდელირება; შემეცნებითი ტექნოლოგიები; ახალი საუკუნის ინტერნეტ ტექნოლოგიები.
  
განაცხადისა და სტატიის დასრულებული სახით გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები