საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპის სივრცეში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები 21-ე საუკუნეში”
თბილისის მერიისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2012 წლის 5-6 მაისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ევროპის სივრცეში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები 21-ე საუკუნეში.”
კონფერენცია მიზნად ისახავს საუკეთესო ნაშრომების გამორჩევას, ევროპელი სტუდენტების იდეების განსაზღვრასა და სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენას.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს:
• განვითარების პერსპექტივები განვითარებადი თანამედროვე ქალაქებისა და ქვეყნების რეგიონებისთვის (ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის ძირითადი საკითხები);
• თანამედროვე ტექნოლოგია და ინოვაცია (განვითარებადი ტექნოლოგიების პერსპექტივები, ინოვაციების დამყარება და ურთიერთობების შესაძლებლობები აღნიშნულ სფეროში);
• კანონიერი სახელმწიფოს შენება (კანონმდებლობის გაუმჯობესება, დემოკრატიის ინსტიტუტების დაარსება, კონსოლიდაცია და საერთო ევროპული სივრცის დაარსება).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.