ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებისათვის

ღია საზოგადოების ინსტიტუტი და საერთაშორისო განათლების ცენტრი - თბილისი აცხადებენ სასტიპენდიო კონკურსს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური მოსწრებით და ლიდერის თვისებებით, მოტივირებული არიან მონაწილეობა მიიღონ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში საქართველოში.
სტიპენდია ითვალისწინებს აშშ-ში სწავლისათვის ყველა აუცილებელ გადასახადს:
• სწავლის დაფინანსებას;
• ცხოვრების ხარჯების დაფარვას;
• მგზავრობას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• სასწავლო მასალებს და პროფესიონალურ განვითარებას;
• ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას.

სტიპენდიები არ ითვალისწინებს:
• ოჯახის წევრების ფინანსურ დახმარებას;
• უნივერსიტეტების არჩევას და პროგრამის ხანგრძლივობას.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• საქართველოს მოქალაქეობა;
• ჯანდაცვის სექტორში შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (სამთავრობო დაწესებულება, არასამთავრობო ორგანიზაცია, საავადმყოფო და ა.შ.);
• წარმატებული აკადემიური მოსწრება (განათლების დონე: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
• ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
• აკადემიური პროგრამის დაწყების შესაძლებლობა აშშ-ში აგვისტო-სექტემბერში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 მაისი, 2010 წელი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220
ტელ: 822 29 47 11

 

 

ბანერები