საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) – კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი (აპრილი 2011 – მარტი 2012)
კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ - ერთ კოლეჯში ერთი თვის ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში (ივლისი - სექტემბერი).
პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ სადოქტორო ხარისხი, სურთ იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მიიღონ კონსულტაციები და სამეცნიერო/აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალისტებთან კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.
უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიურ პროექტზე, როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 1 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.