ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ სტიპენდიის პროგრამა

საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აცხადებს "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის პროგრამას 2011 წლისთვის.

სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ჯანდაცვის მენეჯმენტზე ფოკუსირებით.

სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, სასწავლო წლის მანძილზე.

შენიშნვა: მიმდინარე წელს გამოვლენილი სტუდენტისთვის სტიპენდია გაიცემა 2011 წლის იანვრის თვიდან, სასწავლო წლის დასრულებამდე.

სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები სტუდენტისთვის:
•    საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის სიგელი;
•    სტაჟირების შესაძლებლობა "კურაციოში";
•    "კურაციოს" ექსპერტების ექსპერტიზისა და რეკომენდაციების გამოყენება წარმოდგენილი კვლევის პროექტის განხორციელების შემთხვევაში კვლევის შემუშავებისას;
•    კვლევის განხორციელების პერიოდში "კურაციოში" არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
•    თანდართული განაცხადის ფორმა;
•    სამოტივაციო წერილი;
•    3 სარეკომენდაციო წერილი უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    აკადემიური მოსწრება - ერთი პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან, მეორე კი მიმდინარე სასწავლებლიდან;
•    პროფ. ავტობიოგრაფია - CV;
•    კვლევის პროექტი: მიზანი, მეთოდოლოგია და ა.შ. (რომლის პრეზენტაციაც გაკეთდება შესარჩევი კომისიის წინაშე).

შერჩევის პროცესი:
1. განაცხადების მიღება
2. გასაუბრება და კვლევითი პროექტის პრეზენტაცია შესარჩევ კომისიასთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები