ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სადოქტორო სტიპენდიები

"ღია საზოგადოების ფონდების" სტიპენდიების პროგრამა აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

პროგრამა განსაზღვრულია უმაღლესი კვალიფიკაციის მკვლევრებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სოციალური მეცნიერებების რეფორმაში საკუთარ ქვეყანაში.

სტიპენდია ითვალისწინებს მოქნილ სადოქტორო პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს პროგრამაში გამარჯვებულებს, იმუშაონ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში. სტიპენდიები გაიცემა სოციალური მუშაკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების და ფსიქოლოგიის მიმართულებებით.

•    პირველ და მეორე წელს გამარჯვებულები გაატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში;
•    მესამე წელს: ბრუნდებიან სამშობლოში, აგროვებენ მასალებს და დაკავებულები არიან მონაცემთა ანალიზით, იღებენ მცირე სტიპენდიას და სხვა დახმარებებს. მათ აქვთ მუდმივი კონტაქტი აკადემიურ მრჩევლებთან;
•    მე-4-5 წელს მათ ექნებათ ინტენსიური კონსულტაციების საშუალება ამერიკაში, დაუფინანსდებათ 2 ვიზიტი, დაახლოებით 6 თვე.

სტიპენდია გულისხმობს:

•    პირველი ორი აკადემიური წლის სრულ დაფინანსებას;
•    შემდგომი სამი წლის ნაწილობრივ დაფინანსებას;
•    აშშ-ში მგზავრობას სამჯერ;
•    სამედიცინო დაზღვევას;
•    წინასამგზავრო ტრენინგს აკადემიურ წერასა და კვლევაში;
•    მონაწილეობას სტიპენდიანტების ყოველწლიურ კონფერენციებში.

სტიპენდია არ გულისხმობს ოჯახის წევრების დაფინანსებას.

განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა ჰქონდეს:

•    წარმატებული აკადემიური მოსწრება;
•    მაღალი ხარისხის ენის ცოდნა;
•    ლიდერის პოტენციალი;
•    შესაძლებლობა დაესწროს აკადემიური წერის საზაფხულო სკოლას;
•    სურვილი გააგრძელოს აკადემიური კარიერა სამშობლოში.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2012 წლის 23 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები