სადოქტორო პროგრამები პოლონეთში
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი თეორიული ფიზიკის ცენტრთან და მაღალი წნევის ფიზიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გთავაზობთ საერთაშორისო სადოქტორო სასწავლო პროგრამებს შემდეგ სპეციალობებში:
• ნახევრადგამტარობის ფიზიკა;
• ფიზიკის მაგნიტური მასალები;
• ზეგამტარობის ფიზიკა;
• კვანტური ოპტიკა;
• ლაზერული სპექტროსკოპიისა და რადიაციის ფიზიკა;
• ელექტრონის მიკროსკოპიისა და რენტგენული ფიზიკა;
• მოლეკულური ფიზიკა;
• დაბალი წნევის ფიზიკა;
• თეორიული ფიზიკა.
ინტერვიუს წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ჩაირიცხება დოქტურანტურაში. ინტერვიუს ჩატარების თარიღია 2011 წლის 12 სექტემბერი.
საჭირო დოკუმენტები:
1. უნივერსიტეტის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. რეზიუმე;
3. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
4. 3 ფოტოსურათი;
5. სააპლიკაციო ფორმა ინსტიტუტის დირექტორს;
6. შევსებული კითხვარი (სამდივნოდან გამოთხოვილი);
7. სამედიცინო ცნობა;
8. პასპორტის ასლი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კანდიდატების მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი უნდა შეესაბამებოდეს პოლონეთის მაგისტრის დიპლომს. უმეტეს შემთხვევაში მაგისტრის დიპლომი გადის შემოწმებას პოლონური უნივერსიტეტის მიერ, რომელსაც ეს უკანასკნელი შემოწმების შემდეგ აღიარებს ან არ აღიარებს პოლონეთის მაგისტრის დიპლომის თანაბარ დოკუმენტად. სამწუხაროდ, ეს პროცესი არ არის უფასო და მისი ღირებულებაა 1000-3000 ზლოტი. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ათავისუფლებს კანდიდატს ამ პროცესისგან (გააჩნია ქვეყანას და დიპლომის აღების თარიღს).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.