საბერძნეთის სტიპენდიები საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის
საბერძნეთის დახმარების საგრანტო პროგრამა ყოველწლიურად აწესებს 100 სტიპენდიას უცხოელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის განვითარებადი ქვეყნებიდან, საბერძნეთის უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო კურსების გასავლელად.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები და კურსდამთავრებულები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შემდეგი ფინანსური მხარდაჭერით:
• ყოველთვიური სტიპენდიით 600 ევროს ოდენობით;
• მგზავრობის საფასურით 1000 ევროს ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატურის დამტკიცებისას სტუდენტები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები აღმოჩნდებიან, აგრეთვე დაბინავებისათვის განკუთვნილი ყოველთვიური 650 ევროს ანაზღაურებით პირველი 3 თვის განმავლობაში;
• უნივერსიტეტში უფასო კვებითა და სასწავლო მასალებით;
• სასწავლო გადასახადისგან გათავისუფლებით ზემოხსენებულ ბერძნულენოვან ცენტრებში სწავლისას;
• სასწავლო გადასახადისგან გათავისუფლებით ზოგიერთი სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამის გავლისას;
• უფასო სამედიცინო მომსახურებით საბერძნეთის სახელმწიფო საავადმყოფოებში;
• სასწავლო კურსის წარმატებით და დროულად დასრულების შემთხვევაში სამშობლოში დასაბრუნებელი ერთჯერადი ანაზღაურებით 1000 ევროს ოდენობით.
საბერძნეთში უცხოელი სტუდენტის ჩასვლიდან 3 თვის შემდეგ სტიპენდიით აღარ ანაზღაურდება საცხოვრებელი ადგილის ხარჯები.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.