ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდის სტიპენდიები

განცხადებები

საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდმა გამოყო 90-მდე სტიპენდია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2010-2011 სასწავლო წლისათვის. სტიპენდიები განკუთვნილი შემდეგი სახის პროგრამებზე სასწავლებლად:

  • ბაკალავრიატის შემდგომი პროგრამები (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ხოლო სამედიცინო დარგის აპლიკანტების 45 წელს)
  • მაგისტრატურა (ხანგრძლივობა 1-დან 3 წლამდე)
  • დოქტურანტურა (ხანგრძლივობა 1-დან 4 წლამდე)
  • დოქტურანტურის შემდგომი კვლევებისათვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან ერთ წლამდე)
  • დიპლომის შემდგომი განათლება შემდეგ დარგებში: ბერძნული ენა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია და ხელოვნება, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი დარგის პროფესორებისთვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან 1 წლამდე)
  • სემინარები ხელოვნების დარგის სპეციალისტებისათვის
  • საკვლევი მასალების მოძიება დოქტორის ხარისხზე მომუშავე პირებისათვის (ხანგრძლივობა 1 წელი)

სასწავლო სფეროები შეზღუდული არ არის და მოიცავს ნებისმიერ პროგრამას, რომელიც ისწავლება საბერძნეთის უნივერსიტეტებში. აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოში საბერძნეთის საელჩოში 2010 წლის 17 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები