ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საბერძნეთის ალექსანდრე ს. ონასისის სახელმწიფო ფონდის სტიპენდიები

საბერძნეთის ალექსანდრე ს. ონასისის სახელმწიფო ფონდი აცხადებს  მე-17 ყოველწლიურ პროგრამას კვლევითი გრანტებისა და სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ეროვნული სამეცნიერო აკადემიების სრულუფლებიან წევრებს, დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელ უნივერსიტეტის პროფესორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ბერძნული ენის პედაგოგებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, საგანმანათლებლო სწავლებანი,  ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია, სახელოვნებო მედია.

პროგრამა დაიწყება 2011 წლის 1 ოქტომბერს.

სტიპენდიის ოდენობა:
თვეში 4.500, 2.500 ან 1.200 ევრო კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. 
სტიპენდია ანაზღაურებს მგზავრობის, საარსებო, დაბინავებისა და სხვა აუცილებელ ხარჯებს.

საჭირო დოკუმენტები:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    პასპორტის ზომის ერთი ფოტოსურათი;
•    სამოტივაციო წერილი;
•    ბერძნულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე ნათარგმნი აკადემური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი/დიპლომები)  ნიშნების ფურცელთან/ფურცლებთან ერთად;
•    ბერძნული ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•    ოთხი სარეკომენდაციო წერილი: ორი სამშობლოდან; სასურველია ორი რეკომენდაცია საბერძნეთის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
•    დოქტორანტის/პოსტდოქტორანტის შემთხვევაში ოფიციალური წერილი კანდიდატის უმაღლესი სასწავლებლიდან, რომ იგი ნამდვილად ჩარიცხულია დოქტორანტურის/პოსტდოქტორანტურის კურსზე;
•    სადოქტორო ნაშრომის სრული დასახელება.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები