ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საბაკალავრო სტიპენდიის პროგრამა

საგანმანათლებლო სააგენტო ,,ი ელ ელ” გთავაზობთ საბაკალავრო სტიპენდიების პროგრამას ნიუ ჰეივენის უნივერსიტეტში.

საპრეზიდენტო სტიპენდია: წელიწადში 16 000 აშშ დოლარი.
მოთხოვნები:
უმაღლესი სკოლის საშუალო შეფასება B ან უფრო მაღალი ან GPA-3.0 და ანალიტიკური აზროვნების შეფასება SAT-1200 ქულა ან ACT-ს 26;

გამორჩეული მკვლევრის ჯილდო: წელიწადში 12 000-15 000 აშშ დოლარი.
მოთხოვნები: 
უმაღლესი სკოლის საშუალო შეფასება B ან უფრო მაღალი ან GPA-3.0 და ანალიტიკური აზროვნების შეფასება SAT-1050 ქულა ან ACT-ს 23;

საერთაშორისო სტუდენტის სტიპენდია: წელიწადში 6 000 -1 000 აშშ დოლარი.
მოთხოვნები:
უმაღლესი სკოლის საშუალო შეფასება C+ ან უფრო მაღალი ან GPA-2.7 და ანალიტიკური აზროვნების შეფასება TOEFL-75 ქულა ან IELTS-ს 6.0;

შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრისათვის - 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები